დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს

დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებაზე უარს აცხადებს

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 261

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაწესებული სანქციებიდან უნგრეთის გათავისუფლებაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პირადი თხოვნის მიუხედავად.

Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ტრამპმა დაადასტურა, რომ ორბანმა ამ საკითხთან დაკავშირებით მას პირდაპირ მიმართა.

„მან გათავისუფლება გვთხოვა, ჩვენ არ მივეცით, მაგრამ მან გვთხოვა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე, ვიქტორ ორბანმა გამოთქვა იმედი, რომ 7 ნოემბერს ტრამპთან შეხვედრისას მის დარწმუნებას შეძლებს. მან არგუმენტად უნგრეთის მაღალი დამოკიდებულება მილსადენებით მომარაგებულ ენერგორესურსებზე.

„უნგრეთი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა. ჩვენ დამოკიდებული ვართ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც უნგრეთს ენერგორესურსებით ამარაგებენ, პირველ რიგში, მილსადენებზე“, -აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ აუცილებელია აშშ-სთვის ამ განსაკუთრებული სიტუაციის ახსნა, თუ ქვეყანას სურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისგან გათავისუფლებას მიაღწიოს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე