რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაშავდა, - ამის შესახებ ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა კასეტური ქობინით აღჭურვილი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა.
„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ“, - განაცხადა ვიტალი კიმმა.
თავდასხმის ადგილებზე მედიკოსები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.