იაპონიის კიუშუს კუნძულზე ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა

იაპონიის კიუშუს კუნძულზე ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 164

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კიუშუს კუნძულზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ვულკანი საკურაჯიმა კუნძულ კიუშუს სამხრეთ ნაწილში ამოიფრქვა. მოგვიანებით კი კიდევ ორი აფეთქება დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის ვულკანის პირველი ამოფრქვევა, რომლის სიმაღლემ 4 კილომეტრს მიაღწია თითქმის 13 თვის განმავლობაში.

ამასთან, ვულკანის გამო ქალაქ კაგოშიმას აეროპორტში 30 ავიარეისი გაუქმდა.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა დონის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე