ირანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის თავდასხმებს 224 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის თავდასხმებს 224 ადამიანი ემსხვერპლა

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 182

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში ისრაელის თავდასხმებს, პარასკევის შემდეგ, 224 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN-ი ირანული მედიასაშუალება Mehr News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჰოსეინ კერმანპურის მტკიცებით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.

მისივე თქმით, 1 277 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

შეგახსენებთ, ისრაელმა პარასკევს დილით ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბა, რის შემდეგაც ირანი და ისრაელი ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე