ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 370 ბალისტიკური რაკეტა და ასობით დრონი ისროლა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ორშაბათს დილის მონაცემებით, ისრაელში, საერთო ჯამში, 24 ადამიანი დაიღუპა და 592 დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა.