ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის რამდენიმე რაიონში სირენები გაისმა მას შემდეგ, რაც ირანიდან ქვეყნის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს.
“საჰაერო ძალები მოქმედებენ მოსაგერიებლად და, საჭიროების შემთხვევაში, დარტყმების განსახორციელებლად, საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათი ცნობით, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდა, დაცულ სივრცეებთან ახლოს დარჩნენ.
„საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და თავიდან უნდა იქნას აცილებული საზოგადოებრივი შეკრებები. განგაშის მიღებისთანავე შედით დაცულ სივრცეში და დარჩით იქ ოფიციალური განახლებული ინფორმაციის მიღებამდე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებაში.