ისრაელის არმია ქალაქ ღაზის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების და სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდებს

ისრაელის არმია ქალაქ ღაზის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების და სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდებს

06-09-2025 16:01
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 788

ისრაელის არმია ღაზის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ და სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდებს, მიზეზად კი ანკლავის ურბანულ ზონაში გააქტიურებას ასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზის აღების ბრძანება გასცა, ისრაელის ძალები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევებს ახორციელებენ. სამხედროებმა ოპერაციის მხარდასაჭერად ათიათასობით რეზერვისტი გამოიძახეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზა „ჰამასის“ საყრდენია და მისი აღება „ჰამასის“ დასამარცხებლად აუცილებელია.

როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელის შეტევები ტერიტორიაზე მყოფ ასობით ათას პალესტინელს საფრთხეს უქმნის.

მედიის ცნობით, ქალაქ ღაზის მოსახლეობის უმეტესობა ომის დასაწყისში იძულებით გადაადგილებული იყო, თუმცა მოგვიანებით ისინი ანკლავში დაბრუნდნენ. ზოგიერთი მათგანი ხელახლა გადაადგილებაზე უარს აცხადებს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე