ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ორმა რუსულმა თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ორმა რუსულმა თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

24-10-2025 01:04
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 727

ორმა რუსულმა თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ლიეტუვის შეიარაღებული ძალებში განაცხადეს.

შეიარაღებული ძალების ცნობით, ინციდენტი 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული თვითმფრინავები ლიეტუვის საჰაერო სივრცეში 18 წამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი საჰაერო სივრცე დატოვეს.

ინციდენტზე რეაგირების მიზნით აფრინდა ესპანეთის საჰაერო ძალების სორი Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი, რომლებიც ნატო-ს საჰაერო საპატრულო მისიას ასრულებდნენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს და სამხედრო თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრას. ბოლო დროს ვხედავთ ასეთი ინციდენტების რაოდენობის ზრდას, და არამხოლოდ ლიეტუვაში. ეჭვგარეშეა, რომ ეს საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი საჰაერო სივრცის უხეში დარღვევაა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის რეაგირების გარეშე დატოვება. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეჭვი არ მეპარება, ძალიან მალე დაიბარებს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს და გადასცემს საპროტესტო ნოტას“, – განაცხადა ნაუსედამ.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

04-05-2026 17:07

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე