დონალდ ტრამპი სი ძინპინს 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვდება

დონალდ ტრამპი სი ძინპინს 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვდება

24-10-2025 01:15
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 643

თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს 30 ოქტომბერს შეხვდება.

ლევიტის თქმით, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ეწვევა მალაიზიასა და იაპონიას, სადაც ის სხვადასხვა ლიდერებთან ცალკეულ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან საუბარს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის თაობაზე გეგმავს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

04-05-2026 17:07

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე