ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ევროპაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ევროპაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

17-01-2025 18:55
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 794

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ილონ მასკი ევროპაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

„ის მხარს უჭერს ულტრამემარჯვენეებს მთელ ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს არის სრულიად მიუღებელი, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

„მასკის ქმედებები უკიდურესი მემარჯვენეების სასარგებლოდ, იქნება ეს ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე თუ მის პოლიტიკურ პოზიციასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, მიუღებელია“, - დასძინა მან.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

04-05-2026 17:07

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად დღეს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, ვხსნით ახალ და პერსპექტიულ თავს გაერთიანებულ სამეფოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და გაძლიერებულ თანამშრომლობაზეა აგებული“, - აცხადებს ფაშინიანი.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე