Reuters - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მხარი დაუჭირა

Reuters - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მხარი დაუჭირა

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 76

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც ისრაელ-პალესიტნის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით დასასრულებლად „ხელშესახებ და შეუქცევად ნაბიჯებს“ ითვალისწინებს.

დეკლარაციის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი 142-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 10-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 12-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

აშშ-მა, ისრაელმა, არგენტინამ, უნგრეთმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პალაუმ, პაპუა-ახალმა გვინეამ, პარაგვაიმ და ტონგამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

ამერიკელმა დიპლომატმა, მორგან ორტაგუსმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „რეზოლუცია „ჰამასისთვის“ საჩუქარს წარმოადგენს და კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართულ სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას ძირს უთხრის“.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე