სამხრეთ კორეის დაზვერვა - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, 12 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი ჭურვი გადასცა

სამხრეთ კორეის დაზვერვა - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, 12 მილიონზე მეტი 152 მმ-იანი ჭურვი გადასცა

7 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 376

ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად, - ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, საერთო ჯამში, 152 მმ-იანი 12 მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა.

Yonhap-ი წერს, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინაში წარმოებული ომის მხარდასაჭერად იარაღით და 13 000-მდე ჯარისკაცით დაეხმარა.

„სეულის სადაზვერვო სააგენტომ ივნისის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებით ჯარებს გაგზავნის“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე