The Guardian - ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრის შექმნას გეგმავს

The Guardian - ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრის შექმნას გეგმავს

1 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 126

ევროკომისია დემოკრატიული მდგრადობის ცენტრის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანიც რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან მომდინარე დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, რომელიც მათთვის გახდა ცნობილი, ცენტრი გააერთიანებს ექსპერტებს როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე ბლოკში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან, რათა უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციებსა და ჩარევას ებრძოლონ.

ევროკომისიის პრეიზდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრის იდეის შესახებ სექტემბერში, ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. The Guardian-ის ცნობით, დოკუმენტში, რომელიც, სავარაუდოდ, 12 ნოემბერს გამოქვეყნდება, დამატებითი დეტალებია აღწერილი, მათ შორის, სად ხედავს კომისია თავის ყველაზე დიდ საფრთხეს.

„უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის გარდა, რუსეთი ასევე ახდენს ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციას და გავლენისთვის ბრძოლას აწარმოებს ევროპის წინააღმდეგ. ცრუ ნარატივების გავრცელებით, რომლებიც ზოგჯერ ისტორიული ფაქტების მანიპულირებასა და გაყალბებას მოიცავს, ისინი ცდილობენ დემოკრატიული სისტემების მიმართ ნდობის შერყევას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცენტრი ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოებისთვის ინფორმაციისა და ადრეული გაფრთხილებების გასაზიარებელი ჰაბი იქნება, ასევე, მისი მიზანი ასევე იქნება ინფორმაციის მანიპულირების მსურველი უცხო ქვეყნების მთავრობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება ევროკავშირის სახელმწიფოებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. კომისია ასევე ვარაუდობს, რომ მონაწილეობა შეიძლება ღია იყოს „თანამოაზრე პარტნიორებისთვის“, რაც, The Guardian-ის შეფასებით, მის მუშაობაში გაერთიანებული სამეფოს ჩართულობის პერსპექტივას ზრდის.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე