წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადაბრუნების შემდეგ მაშველები 17 ადამიანს ეძებენ

წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადაბრუნების შემდეგ მაშველები 17 ადამიანს ეძებენ

25-11-2024 21:29
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 1233

წითელი ზღვის სანაპიროსთან ტურისტული ნავის გადაბრუნების შემდეგ მაშველები 17 ადამიანს ეძებენ , - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგვიპტის წითელი ზღვის საგუბერნატოროს ინფორმაციით, ნავმა, რომელსაც 31 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი გადაჰყავდა, განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 5:30 საათზე გასცა.

გამოცემის ცნობით, დაკარგულებს შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან.

გუბერნატორის, ამრ ჰანაფის ცნობით, მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე