ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება

ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება

14-12-2023 09:20
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნის ამ დროისთვის არსებული პროექტის მიხედვით, რომელიც ქართულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანხმდება.

„ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.

რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, ამავე პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ორ ქვეყანასთან.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან. ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს მიიღოს მოლაპარაკების ჩარჩო, იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“,- ნათქვამია დასკვნის პროექტში.

აღსანიშნავია, რომ „ინტერპრესნიუსის“ ხელთ არსებული ევროპული საბჭოს სხდომის დასკვნის პროექტი 13 დეკემბრით თარიღდება და საბოლოო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა შეიცვალოს.

პოსტი ნახა: 262


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!