კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება - ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება - ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!

25-09-2024 07:24

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი იქნება ასეთი განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან. ბევრ იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ვერანაირი მუქარა ვერ შეაშინებთ იმიტომ, რომ სწორ საქმეს აკეთებენ.

„მოულოდნელი არაფერი იყო, უბრალოდ, გასაკვირია, ჯერ მოწვევა და შემდგომ გაუქმება. ეს რა თქმა უნდა, იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის ეროვნული ინტერესები და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ქართულ საქმეს ვაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

პოსტი ნახა: 81


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!