პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

20-09-2024 12:46

საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა.

გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს.

„პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან ვიყავი დაკავშირებული და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, სავარაუდოდ პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ. იმის გამო , რომ პოლიტიკური ელფერი იყო და მე, როგორც ოპოზიციის მხარეს ვიჭერ, ამის გამო დავისაჯე და მომისაჯეს 4 წელი“, - განაცხადა შანიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, გიორგი შანიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. შანიძეს მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 97


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!