შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, რეალური საფრთხეა, რომ აგრესია აქ არ დამთავრდეს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში თქვა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ პუტინი სხვა ქვეყნებსაც დაესხას თავს. სტოლტენბერგმა ბრიუსელში აღნიშნული განცხადება პუტინის ინტერვიუს პარალელურად გააკეთა. 

სტოლტენბერგის თქმით, ერთადერთი გზა, რომ დასავლეთმა საბოლოო, გრძელვადიან გადაწყვეტას მიაღწიოს არის ის, რომ ვლადიმერ პუტინი დარწმუნდეს უკრაინაში გამარჯვების შეუძლებლობაში. მისივე თქმით, ამის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაა. 

თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, რეალური საფრთხეა, რომ აგრესია აქ არ დამთავრდეს. ჩვენი დახმარება ქველმოქმედება არაა. ეს ინვესტიციაა ჩვენივე უსაფრთხოებაში” – თქვა იენს სტოლტენბერგმა.