შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იაპონიის საელჩო – იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას

იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.

„იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით, იაპონია არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას.

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.