შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ისრაელში 40 წლის ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ისრაელის ქალაქ ხოლონში საქართველოს 40 წლის მოქალაქე დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც, მოგვიანებით, გარდაიცვალა, – ინფორმაციას გამოცემა MivzakLive-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებული ხოლონის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს.