შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კლდის მასა ჩამოიშალა _ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებისთვის საყურედღებო ინფორმაციას ავრცელებს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები”, _ წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.