შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მედვედევი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, რომ განხორციელდეს

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. მან 2008 წლის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ რუსეთს არ სჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, რომ განხორციელდეს.