შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

,,მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა…” – პროკურატურა გორში მომხდარ მკვლელობაზე

პროკურატურამ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზარახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი  ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.