შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი და ეპარქიის სასულიერო პირები სტიქიის ზონაში – ფოტოები

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და ეპარქიის სასულიერო პირები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ცნობისთვის, შოვში მსხვერპლის რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება. გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა.

სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო.