შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრემიერ-მინისტრი ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.

ცნობისთვის, ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.