რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლულია ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.