რუსეთმა ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა

რუსეთმა ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა

03-08-2023 05:39
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 367

რუსეთის მთავრობამ ნორვეგია არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შეიყვანა და ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ ფიზიკურ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადების რაოდენობა შეზღუდა.

ინფორმაცია რუსეთის მთავრობის კაბინეტის საიტზე არის განთავსებული.

"რუსეთის მთავრობამ ნორვეგიის სამეფო იმ უცხო სახელმწიფოების ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ არსებული რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ მიმართულ არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნორვეგიის დიპლომატიური მისიისთვის დაქირავებული მუშაკთა ლიმიტი 27 ადამიანით განისაზღვრა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე