შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„საქსტატი“ – II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა, ღორის რაოდენობა 21.2%-ით ნაკლებია, ფრინველის რაოდენობა კი 0.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 929.7 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 2.0 პროცენტით ჩამორჩება.

სტატისტიკის თანახმადვე, ღორის რაოდენობა 161.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 21.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება, ფრინველის რაოდენობას, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 10.9 მილიონ ფრთა შედგინა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია; ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით ნაკლებია. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 161.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.3 პროცენტით ნაკლებია.