შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა – გორის ვიცე-მერის ინფორმაციით ფაქტზე მოკვლევა დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  ქვემო ნიქოზში სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა, გორის ვიცე-მერმა განცხადება გააკეთა. ნიკა ღვინიაშვილი ამბობს, რომ მერიის შესაბამისი სამსახური მოკვლევას დაიწყებს. 

“ბავშვი საბედნიეროდ, კარგადაა. მერიის შესაბამისი სამსახური, მწარმოებელ კომპანიასთან ერთად დაიწყებს მოკვლევას.  აღნიშული სტადიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა და ჯერ არ ჩაბარებულა. მე როგორც ვიცი, სამართალდამცავ ორგანოებში არ არის ზარი შესული მომხდართან დაკავშირებით. რაც შეეხება, იმას დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ამას დაადგენს სამართალდამცავი უწყება”, – განაცხადა ღვინიაშვილმა. 

მოზარდს პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.