შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შიდა ქართლში ორ საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება.

სწავლა გადაიდო გორის N4 საჯარო სკოლაში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლაში გორში სასწავლო პროცესი 30 სექტემბერს განახლდება ხოლო ცხრამუხის საჯარო სკოლაში 23 სექტემბერს.