საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, – ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული 6 მედალი სარეკორდოა.
მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ საბა სამადაშვილი და დავით ქარელი, მეორე ადგილზე ლუკა ჯავახიშვილი გავიდა, ბრინჯაოს მედლებს კი დავით ლომიტაშვილი, საბა საბაშვილი და გიორგი მიშველიძე დაეუფლნენ.
![](https://trialeti.ge/wp-content/uploads/2023/03/301811813_5897023250316680_9181170963675920027_n.png)
პოსტი ნახა: 769