შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

1-ელი იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება

თბილისში, 1-ელი იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.

სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის შესამცირებლად არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე ეკონომიკური საფუძვლები.