საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

28-12-2023 04:01
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო.

საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ დეკანოზის სასჯელის მიზეზი სასულიერო პირთა მიმართ, მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია.

განცხადებას საპატრიარქო თან ურთავს საქართველოს საპატრიარქოს სინოდალური კომისიის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც, სხდომა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გაიმართა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მღვდლები ევროკავშირის დროშებს, მათ შორის არის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერო პირებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პოსტი ნახა: 256


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!