შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

14 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ, რამდენიმე საათის წინ მიიღო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბლოში მცხოვრები, 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვი, მეუღლის მკვლელობის შემდეგ, ჯერ კიდევ მიმალვაში იმყოფება.

პროკურატურამ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები , ბრალის წარსადგენად საკმარისად მიიჩნია და მამაკაცისათვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება, ამის შესაბამისად მიიღო.

ასლან სადიგოვმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 14 წლის მეუღლე, ორი თვის წინ მოიტაცა.
ქორწინებიდან თავის დაღწევის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 6 ოქტომბერს, გოგონამ ქმრის ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს, გაქცევა სცადა. 

ალიმ ასლანოვმა მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამსრთლის კოდექსის 11’109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.