შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში, დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცს ადგილობრივები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.