შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სუს-ის თანამშრომელთა, ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.

ორგანიზაციის დოკუმენტაციის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტით, სუს-ის თანამშრომელთა, ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარს აღწევს. ზრდას სისტემაში დასაქმებულთა ხელფასების 20%-ით მატება განაპირობებს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3 850 ადამიანი იქნება დასაქმებული.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატებას იწვევს,“ – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.