შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

+27, +29 გრადუსამდე დაცხება… – ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ოქტომბრის ბოლო დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ფაქტობრივად, ტემპერატურა კვლავ რჩება საშუალოზე მაღალი და ზოგან თუნდაც ცხელი, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა უკვე ერთი კვირაა +25°C ზე მაღალია.ოქტომბრის ბოლო დღეებია, მაგრამ იგრძნობა სექტემბერი, ამ ყველაფრის მიზეზი ამინდის კონკრეტულ კონფიგურაციაში უნდა ვეძებოთ, თუმცა მეტეო ანალიზით თავს არ მოგაწყენთ, უფრო საინტერესო იქნება მოსალოდნელ ამინდზე ვისაუბროთ მომდევნო დღეებში.სიტუაცია ძალიან პოზიტიურია – თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გადმონაცვლება მომდევნო დღეებში კვლავ გაგრძელდება, რომელიც შექმნის იდეალურ პირობებს კვლავ თბილი და ზოგან ცხელი ამინდისთვის!შაბათ-კვირას დასავლეთ საქართველოში +27, +29 გრადუსამდე დაცხება, აღმოსავლეთში კი +23, +25 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია მზიანი ზღაპრული ამინდი მთელს ქვეყანაში.მაქსიმალურად შეგვიძლია დავტკბეთ უქმე დღეებში ბუნებაში ყოფნით, ამინდი ამ ყველაფერში აუცილებლად შეგვიწყობს ხელს, არ დაგავიწყდეთ ,,ოქტომბრის მზე რასაც ანათებს, ყველაფერი ოქროსფერი ხდება”  – წერს მეტეოროლოგი.