შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ საკუთარი ფანტაზიები გაშალოს – მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი, პრემიერ-მინისტრობისთვის.

„არ ვიცი, ზოგადად სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს ხოლმე, რომ საკუთარი ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ, რა თანამდებობაზე განიხილება, როდესაც არის შესაბამისი დრო, საზოგადოებას სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“, – განაცხადა კობახიძემ.