გორის მერი: გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება

,,როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს, აქედან გამომდინარე მსურს მოსახლეობისთვის გავაკეთო მოკლე კომენტარი.

როგორც იცით საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველა არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი. გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.“ – წერს ხიჩეგაშვილი სოციალურ ქსელში.

197 ნახვა
desktop
mobile catfish