უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში, ქალაქი იზიუმთან დაღუპული რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში დღეს გაიმართება. შურღაიას ხვალ საკუთარ სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.

ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია 15 მაისს დაიღუპა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.

374 ნახვა
desktop
mobile catfish