„აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - „შუა დერეფნის“ გავლით სატვირთო მატარებლები ჩინეთიდან აზერბაიჯანში - 8-10 დღეში, საქართველოს პორტებში კი 12 დღეში ჩადიან

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - „შუა დერეფნის“ გავლით სატვირთო მატარებლები ჩინეთიდან აზერბაიჯანში - 8-10 დღეში, საქართველოს პორტებში კი 12 დღეში ჩადიან

20-09-2024 07:07

„შუა დერეფნის“ გავლით სატვირთო მატარებლები ჩინეთიდან აზერბაიჯანში – 8-10 დღეში, საქართველოს პორტებში კი 12 დღეში ჩადიან, – ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, როვშან რუსტამოვმა „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ საერთაშორისო ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა.

როვშან რუსტამოვის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთიდან „შუა დერეფნის“ გავლით 300 საკონტეინერო მატარებლის ტრანსპორტირება მოხდება.

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს რაოდენობა 420 ათასი ტონა ტვირთის ტოლია.

პოსტი ნახა: 72


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!