გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, დააკავეს

გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, დააკავეს

20-09-2024 06:52

პოლიტიკოსის გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პირი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ხეჩუაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში.

გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად იმჟამინდელი პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მკვლელობა განიზრახა.

მსჯავრდებულმა თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით ამ უკანასკნელზე თავდასხმას. კერძოდ, გიორგი თარგამაძის “შკოდა ოქტავიას“”მარკის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც შემდეგ სისრულეში მოიყვანა.

აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, ასევე დაზიანდა მოქალაქეების და ორგანიზაციების ავტომანქანები.

პოსტი ნახა: 102


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!