გიორგი ამილახვარი - 2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება

გიორგი ამილახვარი - 2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება

12-12-2023 09:14
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, სისტემა მასწავლებლებს იმ სერვისებს შესთავაზებს, რომლებიც მათ რეალურად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სჭირდებათ.

„მასწავლებლის სახლი“ მთლიანად კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს და შემდეგი წლიდან, სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა და სისტემა გადავა მასწავლებლის საჭიროების დადგენაზე, მის მოსმენაზე, უკუკავშირის მიღებაზე და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომელიც რეალურად, თითოეულ მასწავლებელს სჭირდება თავისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ჩვენ სქემის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს პროცესიც მოაზრებული იქნება,“ - განაცხადა ამილახვარმა.

პოსტი ნახა: 350


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!