შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.