ევროპაში მინიმალური ხელფასი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია, ყველაზე დაბალი კი ალბანეთში. ამის შესახებ აღნიშნულია Statista-ს მონაცემებში, სადაც გაანალიზებულია 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში არსებული მინიმალური თვიური ხელფასების შესახებ ინფორმაცია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეიტინგში ლიდერობს ლუქსემბურგი, სადაც თვიური მინიმალური ხელფასი 2 571 ევროს შეადგენს.
მონაცემების თანახმად, მეორე ადგილს იკავებს ირლანდია, სადაც 2 146 ევროს გადააჭარბა მინიმალურმა ხელფასმა. მესამე ადგილი კი 2 070 ევროთი ნიდერლანდებმა დაიკავა.
მეოთხე და მეხუთე ადგილები გერმანიამ და ბელგიამ გაინაწილეს. გერმანიაში მინიმალური ხელფასი თვეში 2 054, ხოლო ბელგიაში 1 994 ევროთია განსაზღვრული.
ევროპის სხვა ქვეყნების თვიური მინიმალური ხელფასი ასე გამოყურება:
- საფრანგეთი – 1 767 ევრო;
- ესპანეთი – 1 323 ევრო;
- სლოვენია – 1 254 ევრო;
- კვიპროსი – 1000 ევრო;
- პოლონეთი – 978 ევრო;
- პორტუგალია – 957 ევრო;
- მალტა – 925 ევრო;
- ლიეტუვა – 924 ევრო;
- საბერძნეთი – 910 ევრო;
- ხორვატია – 840 ევრო;
- ესტონეთი – 820 ევრო;
- ჩეხეთი – 765 ევრო;
- სლოვაკეთი – 750 ევრო;
- ლატვია – 700 ევრო;
- უნგრეთი – 697 ევრო;
- რუმინეთი – 663 ევრო;
- თურქეთი – 613 ევრო;
- სერბეთი – 544 ევრო;
- ბულგარეთი – 477 ევრო;
- ალბანეთი – 385 ევრო.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მინიმალური ხელფასი 1999 წელს განისაზღვრა და კანონის – „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ მიხედვით, დღემდე მხოლოდ 20 ლარს შეადგენს.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2004 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით 672 ევროს ეკვივალენტია.