„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ხელვაჩაურში, ორთაბათუმისა და კაპრეშუმის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების” ინფორმაციით, მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
„26 ოქტომბრის არჩევნები უბრალოდ არჩევანი არ არის – ეს არის ისტორიული მომენტი, როცა ჩვენ ვირჩევთ არა მხოლოდ მომავალ ლიდერებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალ გზას. ეს იქნება არჩევანი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება ქაოსი და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. ჩვენ, როგორც ერი, ვირჩევთ ღირსებას, ტრადიციულ ღირებულებებს და სტაბილურობას, რაც საქართველოს მშვიდობიან განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.
მოსახლეობა აქტიურად ესწრებოდა შეხვედრებს, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ გამარჯვებისთვის.
26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს – არჩევანს მშვიდობის, ეროვნული ღირებულებების და ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა აჩიკო ბერიძემ.
დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუძლიერა რწმენა, რომ საქართველო სწორ გზას ადგას – „ღირსების, ტრადიციებისა და მშვიდობის გზას“.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, მინდია დიასამიძე – დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ხელვაჩაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე – ზაზა დიასამიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები.