ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.
„ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია. ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვიანიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
             
                 
                