ხულოში კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს, მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: netgazeti.ge
პოსტი ნახა: 548