ადგილობრივების ინფორმაციით, საგარეჯოში კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

ადგილობრივების ინფორმაციით, საგარეჯოში კაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

28-11-2023 17:19
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაშია მოთავსებული, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ- კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

პოსტი ნახა: 283


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!