შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი 11 ივლისს იხსნება

11 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი იხსნება – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის: 17:00 საათიდან სპორტული ( მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი) თამაშები, ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა. 20:00 სთ-ზე – ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის” გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, უპრესსამსახურის ინფორმაციით, 24:00 საათამდე დამატებითი რეისები დანიშნება.

გახსნის ღონისძიების მხარდაჭერია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია; ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო, აკვაპარკი „ანაკლია” და “Anaklia-Ganmukhuri Resort.